Tuesday, November 17, 2015

სასწავლო პროექტის გეგმა


სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ჭარბაძე  შორენა
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ხვანჭკარის  საჯარო  სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
წილადები.  წილადების  გამოყენება  ყოფა-ცხოვრებაში.
თემის შინაარსი
მოსწავლეები  გაეცნობიან  წილადებს,  წაიკითხავენ,  გამოსახავენ  ჩვეულებრივ  შერეულ  წილადებს,  შეისწავლიან  მრიცხველის ,  მნიშვნელის  მთელი  და  წილადი  ნაწილების  მცნებებს.  დაწერენ  შერეულ   წილადს  არაწესიერი  წილადის  სახით  და  პირიქით.  მოსწავლეები  წილადებს  ყოფა-ცხოვრებაში  გამოიყენებენ.
საგანი
მათემატიკა
დონე/კლასი  
I-დონე  V-კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
3  კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
  • შედეგი  თვალსაჩინოა,  თუ მოსწავლე
  • კითხულობს  და  გამოსახავს  ჩვეულებრივ / შერეულ  წილადებს;  უთითებს  მათ  ჩანაწერში  წილადის  მრიცხველს  და  მნიშვნელს / მთელ და წილად  ნაწილებს.
  • გამოსახავს  ერთეულის  ნაწილებს  რიცხვით  სხივზე  და  აღნიშნავს  ტოლ  ნაწილებს;  ითვლის  ასეთი  ნაწილების  შესაბამისი  ბიჯით ( მათ  შორის  ერთეულის  გავლით).
  • ადარებს  ორ  წილადს,  მათ  შორის  წილადის  ძირითადი  თვისების  გამოყენებით.
  • წერს  შერეულ  წილადს  „არაწესიერი“ წილადის  სახით  და  პირიქით; ახდენს (წესიერი)  წილადის  ცნების  სხვადასხვა  ინტერპრეტაციას  და  მსჯელობს  მათ  შორის  კავშირზე ( წილადი, როგორც  ორი  ნატურალური  რიცხვის  გაყოფის შედეგის  ჩაწერა,ერთეულის  ნაწილი,  მთლიანი  ჯგუფის  ჯგუფური  და  როგორც „ რიცხვით  ხაზზე“ გარკვეული  ადგილი.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
  • მოსწავლეები  შეძლებენ  შესწავლილი  ინფორმაციი  საფუძველზე  წესიერ, არაწესიერ, შერეული  წილადების  დახასიათებას.
  • სხვსდასხვა  პროფესიაში  წილადების  გამოყენების  მნიშვნელობის  შეფასებას.
  • პრაქტიკულ  სიტუაციებში  წილადების  გამოყენებით  ამოცანების  ამოხსნას.
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რისთვის  გვჭირდება  მათემატიკა?
თემატური კითხვები
რა  არის  წილადი?
როგორ  მივუმატოთ,გამოვაკლოთ  და  გავყოთ  წილადები?
შინაარსობრივი კითხვები
არის  თუ  არა  ისეთი  მათემატიკური  ამოცანები, რომლებიც საინტერესოა  იმ  ადამიანებისთვისაც  კი  რომლებსაც  მათემატიკა  არ  უყვართ?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










მასწავლებელს ეხმარება მოსწავლეთა წინარეცოდნის დადგენაში მოსწავლეთა მცდარი შეხედულებების წინასწარი დადგენაში 21 საუკუნის უნარ- ჩვევების წინასწარი შეფასებაში
ითხვა-პასუხი
მასწავლებელი მოსწავლეებს უგზავნის შეკითხვებს ელექტრონულ ფორმატში და იღებს პასუხებს.
   დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე.
T დიაგრამა
ორმხრივი ჩანაწერების ჟურნალი

მიზანი:
მოსწავლეს ეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში( მეტაკოგნიცია), პროცესის თვითმონიტორინგში, თანამშრომლობით სწავლაში
მასწავლებელს ეხმარება კვლევის სწორი მიმართულების შენარჩუნებაში, მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფაში ( პროგრესის მონიტორინგი)
კვლევის დროს. .მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის შინაარსობრივ და თემატურ შეკითხვებს რვეულში.
კვლევის ჩატარება და პრეზენტაცია.
დიაგრამა- მასწავლებელი ინიშნავს მოსწავლეების პასუხებს პრეზენტაციის შემდეგ -ეხმარება მოსწავლეებს კავშირების დადგენაში/ დანახვაში.
მასწავლებელი პერიოდულად უბრუნდება მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს,.რათა გააანალიზოს მოსწავლეების გაგების დონე.
მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემიწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
თვითშეფასება
საგაზეთო რუბრიკა
ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავ ლე
რეფლექსიური ესსე
რეფლექსია
შეფასების| შეფასების  ინსტრუმენტების  მოკლე  მონახაზი
შევამოწმებ  საბაზისო  ცოდნას ,შეკითხვების დასმა  და  ჩანაწერები  დამეხმარება  წინარე  ცოდნის  დადგენაში.  საუკუნის  უნარ-ჩვევების წინასწარ  შეფასებაში.  მუშაობის  პროცესში  მოსწავლეების  შესაფასებლად  გამოვიყენებ  პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკას.  მოვახდენთ  ჩვენს  მიერ  დამზადებული  პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკას.  საბოლოოდ  შესრულებული  მუშაობის  შესაფასებლად გამოვიყენებ  პროექტის  შეფასების  რუბრიკას.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კვლევის  საბაზისო უნარ-ჩვევები და  ბეჭვდითი  და  ელექტრონული  წყაროების  გამოყენების  ცოდნა. პრეზენტაციის  პროგრამის  ცოდნა,საინფორმაციო  წყაროების  ზუსტად  მითითების უნარი, პროგრამა  ვორდის  მოხმარების  საბაზისო  უნარ-ჩვევები,  ვიყენებთ  ვენის  დიაგრამას.  მათემატიკური ცნებების  ცოდნა.
სასწავლო პროცედურები


პროექტის  მუშაობა  თემატური  შეკითხვით  დავიწყოთ, როგორ მივუმატოთ, გამოვაკლოთ და გავყოთ წილადები, გავეცნოთ მოსწავლეების პასუხებს. პროექტზე  მუშაობის პირველ  კვირას წარვადგინოთ წილადების  საფუძვლები მასწავლებლის  პრეზენტაციის  ფაილის  გამოყენებით.  მოსწავლეებს მივცემთ შესაძლებლობას, წილადების  უკეთესად  გაცნობის  მიზნით,პრაქტიკულ  სიტუაციებში  გამოიყენონ სხვადასხვა  ამოცანების  ამოსახსნელად. მაგალითად  გააფორმონ  ტორტის  ნაწილები, გაანაწილონ  ქაღალდის  ტორტი  მეგობრებს  შორის, აღმოაჩინონ  წილადების  გამოყენება  ყოველდღიურ  ცხოვრებაში,  გადაიღონ შესრულებული  დავალების  ფოტოები, რაც  მომავალში გამოადგება  პროექტზე  სამუშაოდ.

მოსწავლეებს  ვთხოვთ განიხილონ  ინფორმაციის  მოძიების  სხვადასხვა  გზები. ავღნიშნავთ თუ  რამდენად  მნიშვნელოვანია ინფორმაციის   სხვადასხვა წყაროებიდან მოძიება და კვლევის ინსტრუმენტების  მრავალფეროვნების  გამოყენება. მივაწოდებთ  ვებ-გვერდების მისამართებს .სამუშაო ფურცელს ,განვიხილავთ როგორ  შეიძლება ელ-ფოსტის გამოყენება.მოსწავლეების მიერ კონკრეტულ პროფესიაში წილადების გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოგროვების და ორგანიზების შემდეგ, ისინი განსაზღვრავენ, რა კავშირშია წილადები მათ აწმყოსა და მომავალთან. შეახსენეთ, რომ მომზადებული პრეზენტაციები შემდეგ თემატურ შეკითხვებზე უნდა პასუხობდნენ:  
·         როგორ გამოიყენება წილადები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა წილადები სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას? 
·         როგორ  მივუმატოთ  , გამოვაკლოთ  და  გავყოთ  წილადები?
·         რა  განსხვავებაა  მრიცხველსა  და  მნიშვნელს  შორის?
პრეზენტაცია ზოგად შეკითხვაზე პასუხსაც უნდა წარმოადგენდეს,   როგორ  გამოიყენება  წილადები  სხვადასხვა  პროფესიულ  საქმიანობაში?  დაეხმარეთ მოსწავლეებს გაავლონ პარალელები და გააკეთონ დასკვნები.


მოსწავლეების მიერ შესასწავლ პროფესიასა და საკუთარ ცხოვრებისეულ რეალობასთან პარალელების გავლების შემდეგ მოსწავლეებს მიუთითოთ მოიფიქრონ წილადებზე დაფუძნებული ერთი პრაქტიკული ამოცანა და მოახდინონ არსებული კავშირების დემონსტრირება. მოსწავლეები წარმოადგენენ პრაქტიკულ ამოცანას და ამოხსნის დეტალურ ანგარიშს. თითოეული მოსწავლის მიერ ამოცანის ამოხსნის დეტალური გზის წარმოდგენისას, მოსწავლე უპასუხებს შემდეგ შინაარსობრივ შეკითხვებს:
·         რა არის წილადი?
·         როგორ მივუმატოთ, გამოვაკლოთ, გავამრავლოთ და გავყოთ წილადები?
·         რა განსხვავება მრიცხველს და მნიშვნელს შორის?
·         როგორ აქცევთ შერეულ  წილადს არაწესიერ წილადად?
საჭიროებისამებრ, დაეხმარეთ მოსწავლეებს ამოცანების შედგენასა და დასკვნების გაკეთებაში.
მოსწავლეების პრეზენტაციების მომზადება
კვლევის ფარგლებში მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია და შეადგინეს წილადების პრაქტიკული გამოყენების შესახებ ამოცანები. დაურიგეთ მოსწავლეებს საპრეზენტაციო ფორმა და მიუთითეთ, მულტიმედიურ პრეზენტაციებზე მუშაობა დაიწყონ. პირველად, მოსწავლეები დაგეგმავენ საკუთარი  პრეზენტაციის ვიზუალურ მხარეს მოთხრობების დაფის გამოყენებით. თითოეული მოთხრობის დაფა საჭიროა მოიცავდე









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
განვუსაზღვრავ კონკრეტულ დავალებას ჯგუფური მუშაობისას და გავითვალისწინებ თანატოლთა დახმარების აუცილებლობას. შეკითხვებზე მივიღებ ზეპირ პასხებს.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

ასეთი მოსწავლეები უფლებამოსილნი იქნებიან  გამოიყენონ მათ მშობლიურ ენაზე არსებული ინფორმაციები.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
გაამყაროს პასუხი სხვადასხვა არგუმენტებით.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
კომპიუტერი, წიგნი, პროექტორი, ფორმატის  ფურცლები.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



No comments:

Post a Comment